კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარი