სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელმოწერები გაიგზავნება ევროპაში - პრეზიდენტმა ხვალ დიდი შეკრება დააანონსა

დიდი შეკრება ხვალ 8 საათზე და ხალხის ხელმოწერები ევროპაში გასაგზავნად.

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის ხელისშემშლელი და ოკუპანტის გუშინდელი საზარელი მოქმედება ქართველ ხალხს უკან ვერ დახევს.

ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, ვგეგმავდით 8-ში დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს, მაგრამრუსეთმა სცადა შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ხვალ არ შეიძლება იყოს კონცერტი, შევცალეთ ღონისძიების სახე და არა არსი, ჩვენ შევიკრიბებით ხვალ, ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ.

ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას, ყველა ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, და აქ ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ როგორც ვაპირებდით ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი, ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენ დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე, ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ჩვენ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100