სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეხვედრა ასპინძის მოსახლეობასთან

ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასპიძელებს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რაც გულისხმობს ძირეულ ცვლილელებს განათლების სიტემაში, რათა პედაგოგები იყვნენ გაცილებით დაფასებულნი. გიორგი კვირიკაშვილი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს ბიზნესის წარმოებას. „ბოლო პერიოდში ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ წყალმომარაგებას და გაზიფიცირებას და ბევრ რაიონში ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებს, სპორტულ კომპლექსებს, რაც არის საჭირო ჩვენი მომავალი, ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად და დღეს გაცილებით მეტი ფული იხარჯება ინფასტრუქტურაში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და არ ვფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია რეგიონებში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილების განსახორციელებლად დღეს ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლიანი გეგმა,“–აღნიშნა პრემიერმა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ასპინძელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „არა მოქალაქეების ღირსების გადავლით, არამედ ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას– უკეთესი განათლების სისტემით, უკეთესი ინფრასტრუქტურით, უკეთესი გზებით, უკეთესი გაზიფიცირებით, უკეთესი სოფლის მეურნებით და ეს არის მიღწევადი!“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრისას.ბორჯომი -ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანაში ახალი ღირებულებები დაამკვიდრა. „მგონია, რომ აქ, საქართველოს ამ ისტორიულ მიწაზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ყველას იმ მომავლის წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს. აი, ამ პატარა ასპინძელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რომელთაც დღეს აქ „ქართული ოცნების“ მაისურები აცვიათ და იმედიანი თვალებით გვიყურებენ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება საქართველოს მომავალი სხვანაირი იყოს, თუ არა ნათელი, ძლიერი და დაფუძნებული თავისუფლების დიად იდეალებზე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულიად საქართველოს ეგრძნო ის ახალი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით ცხოვრებას. მე მინდა, რომ ასპინძამ ბოლომდე იგრძნოს ეს ყველაფერი და ისიც გახდეს იმ პოლოტიკური სივრცის ნაწილი, რომელშიც დღეს სრულფასოვნად არის „ქართული ოცნება“ ჩართული. მე ვიცი, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს დღეს შეუძლია ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს მას სჭირდება და ნებისმიერმა ასპინძელმა, ნებისმიერმა აქ მაცხოვრებელმა ადამიანმა, მისმა ოჯახმა იგრძნოს, რომ საქართველო სხვა რეალობაში იწყებს ცხოვრებას“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100