სოიოს რძე კბილებისათვის საზიანოა
სოიოს რძე კბილებისათვის საზიანოა – ასეთ განცხადებას აკეთებენ ავსტრალიელი, მელბურნის უნივერსიტეტის, მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნული პროდუქტი ჩვეულებრივ, ძროხის რძეს შეადარეს.
ლაბორატორიული ექსპერიმენტიდან გაირკვა, რომ სოიოს რძე ნეგატიურად მოქმდებს პირის ღრუს ბაქტერიებზე – ექვსჯერ მეტ მჟავას გამოყოფენ. შედეგად, ადამიანის კბილები გაცილებით სწრაფად ზიანდება.
როგორც როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ბოუენი თვლის, კვლევა ლაბორატორიულ პირობებში ჩატარდა, ამიტომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მისი სიტყვებით, თუ დღეში ერთ ჭიქა სოიოს რძეს დალევთ, ეს კბილების დაზიანებას არ გამოიწვევს. მაგრამ თუ, მაგალითად, პატარას რეგულარულად სოიოს რძით გამოკვებავთ, რისკი საგრძნობლად გაიზრდება. ბოუენმა დაამატა, რომ ძროხის რძე სრულიად უსაფრთხოა, რამდენიც არ უნდა დალიოთ.
კომენტარი