სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაშა შუშანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ათენის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაკავებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტსა და ე.წ. კანონიერ ქურდს – ლაშა შუშანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შუშანაშვილის ექსტრადირებას ითხოვს როგორც საქართველო, ასევე ესპანეთი. ეჭვმიტანილს ესპანეტში ფულის გათეთრებასა და 2009 წელს მომხდარი მკვლელობისორგანიზებაში ადანაშაულებენ, საქართველოში კი შუშანაშვილს ბრალი ედება გამოძალვასა და „კანონიერქურდობაში“, რაც კანონით დასჯადია.

ქართულმა მხარემ ექსტრადირების მოთხოვნა უკვე გააჟღერა. იუსტიციის სამოინისტრო ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუნენტაციას ამზადებს და ბერძნულ მხარეს დღესვე გადაუგზავნის.

51 წლის ლაშა შუშანაშვილი, იგივე „ლაშა რუსთავსკი“ საბერძნეთის პოლიციამ ორი დღის წინ ათენში აიყვანა. ის ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდა ერთ–ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში. შუშანაშვილთან ერთად დაკავებულია მისი პირადი მცველი, ასევე საქართველოს მოქალაქე. დაკავებულის ნომრიდან პოლიციამ პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100