სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერი პროტესტის ნიშნად ჩამოხსნა.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერი პროტესტის ნიშნად ჩამოხსნა.

ფაქტს პარტიის ერთ ერთი ლიდერი, ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი ანანაცბლიშვილი გაკოეხმაურა: - "ვინ იქნება შემდეგი ლუსტრირებული რენეგატი?!
დღეს ეს მოღალატეობრივი ბანერი ირაკლი კუპრაძემ თავისი ხელით ჩამოხსნა!

ეს ბანერი პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველია. ეს შეუძლია ცესკოს თავმჯდომარეს თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ექნება.

ვის აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის საქმიანობის არაკონსტირუციურად ცნობის მოთხოვნით?! საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს,
საქართველოს მთავრობას. ახლა გამოჩნდება ვინ ვინ არის!"- წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში


ირაკლი კუპრაძის განცხადებით მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში!

"ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს!

მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს!

აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!"- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100