სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაცვლილმა მამაკაცმა მორგის მაცივარში გაიღვიძა და იქიდან პირდაპირ წვეულებაზე წავიდა

პოლონეთის მაცხოვრებელმა, რომელიც "ალკოჰოლური ტოქსიკოზის შედეგად გარდაიცვალა", მორგის მაცივარში გაიღვიძა და ისევ გასართობად გადაწყვიტა წასვლა.

როგორც გამოცემა PatrztuNews იუწყება, 31 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ღამის კლუბის მახლობლად ნახეს და მას პულსი არ ესინჯებოდა.
პოლონელი ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებისგან იმდენად მთვრალი იყო, რომ სხეული მთლიანად გათიშული ჰქონდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა სიკვდილის დრო დააფიქსირეს და "მიცვალებული" პირდაპირ მორგში გაუშვეს.
მაცივარში გაღვიძებულმა მამაკაცმა ყვირილი დაიწყო, რომლის ხმაც მორგში მყოფმა მცველმა გაიგო მხოლოდ. მან დროზე მოასწრო კარის გაღება და "გაცოცხლებული" ადამიანი მალევე გამოიყვანა გარეთ, პლედი მოახურა და გაათბო. მას შემდეგ, რაც "მკვდრეთით აღმდგარი" მამაკაცი შეთბა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და ისევ წვეულებაზე გადაწყვიტა დაბრუნება.
ექიმებს, რომლებმაც მამაკაცის სიკვდილი დაადასტურეს, გულგრილობისთვის სასჯელი ემუქრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100