სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მას მერე რაც "ლიბერთი ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, პენსიონერთა ჯიბეებში დაიწყო ხელების ფათური გაუმაძღარმა ოლიგარქმა"

ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

მას მერე რაც "ლიბერთი ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, ამ თვიდან პენსიონერებს უკვე გაუზარდეს ავანსით წინასწარ ნასარგებლები თანხის პროცენტი. ადრე თუ ისინი 1 თვეზე %-ის სახით 3 ლარს იხდიდნენ, ეხლა ეს თანხა 5 ლარამდე გაიზარდა. ანუ წლიური 36 %-ია. ეხლა პენსიონერთა ჯიბეებში დაიწყო ხელების ფათური გაუმაძღარმა ოლიგარქმა. არ დაგავიწყდეთ ბიუჯეტიდან გადარიცხულ მილიონობით ლარზეა საუბარი. - წერს გიგა შუშანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100