სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაელოდე ბიჭს, რომელთან ერთადაც მომავალი ისეთი ბუნდოვანი და უიმედო აღარ იქნება, როგორც ახლაა...

დაელოდე ბიჭს, რომელთან ერთადაც მომავალი ისეთი ბუნდოვანი და უიმედო აღარ იქნება, როგორც ახლაა..

დაელოდე ბიჭს,რომელსაც არ შერცხვება თავის მეგობრებისთვის იმის თქმა,რომ შენთან ერთადაა..

დაელოდე ბიჭს, ვისაც არ შეეშინდა სოციალურ ქსელში შენთან ერთად გადაღებული სურათის დადების..

დაელოდე ბიჭს,რომელიც იმის მაგივრად რომ საათები დაუსრულებლად გწერდეს, მოულოდნელად დაგირეკავს იმისთვის,რომ დაგეგმოს როგორ გაატაროს დღე შენთან ერთად..

დაელოდე ბიჭს,რომელიც წინ იმისთვის გაიქცევა,რომ კარები გაგიღოს ,რათა პირველი შენ შეხვიდე სახლში.

დაელოდე ბიჭს,რომელსაც არ შერცხვება მოგიყვეს ,თუ როგორ ახსენებს პატარ-პატარა დეტალები ყოველთვის შენს თავს ..

დაელოდე ბიჭს, რომელიც პიცის უკანასკნელ ნაჭერს შენ დაგითმობს მაშინაც კი,როცა თვითონ საოცრად შია..

დაელოდე ბიჭს,რომელიც ფულს მხოლოდ იმისთვის შეაგროვებს,რომ შენი საყვარელი ბენდის ან მომღერლის კონცერტის ბილეთი იყიდოს, მაშინაც კი,როცა მას სულაც არ მოსწონს ისინი..

დაელოდე ბიჭს,რომელიც არ დაიღლება იმის ჩვენებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის..

დაელოდე ბიჭს,ვისაც ეყვარები იმისთვის,თუ ვინ ხარ შენ.

არასდროს არ გაეკიდო მას, ვინც ძალიან ბევრჯერ გაჩვენა ,რომ ის შენთვის კარგი არ არის, რომ ის შენ არ გიმსახურებს. არასდროს არ მოატყუო საკუთარი თავი და არ დაუწყო გამუდმებით იმის დაჯერება ,რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება, რომ ის შეიცვლება და ყველაფერი უკეთესობისკენ დაიწყებს სვლას, რომ შენ მის გვერდით ბედნიერი ხარ,როცა ეს სულაც არაა ასე. არასდროს არ ჩაეჭიდო იმას, რაც არაფერს არ ნიშნავს - რადგან შენ ბევრად უფრო მაგარ რაღაცებს იმსახურებ.

დაელოდე ბიჭს,რომელიც შენი უარის მიუხედავად ყვავილებით ხელში მოვა შენთან. დაელოდე ბიჭს,რომელიც პატარ-პატარა პრობლემების გადაჭრაშიც დაგეხმარება.

დაელოდე ბიჭს,რომელთანაც აღარ დაგჭირდება იმის ლოდინი, თავად როდის გაერკევა საკუთარ თავში..

დაელოდე ბიჭს,რომლის განზრახვებიც თავიდანვე საოცრად ნათელი იქნება შენთვის..

დაელოდე ბიჭს,რომელმაც იცის,რომ ერთი შეხედვით პატარა რაღაცები ბევრად მეტს ნიშნავს..

დაელოდე ბიჭს, რომელიც სამსახურიდან სახლში მოსულს ცხელ ყავას დაგახვედრებს,რადგან იცის,რამდენად რთული დღე გქონდა..

დაელოდე ბიჭს,რომელიც პატივს გცემს..

დაელოდე ბიჭს,რომელიც მისი ცხოვრების ყველა დეტალს შენთან ერთად დაგეგმავს..

დაელოდე ბიჭს,რომელიც ბევრად უფრო კარგად გიცნობს, ვიდრე შენ საკუთარ თავს,რომელიც შენ გამო გამუდმებით იმისკენ ისწრაფვის,როგორ გახდეს უკეთესი და შენც როგორ გაგხადოს ასეთი..


ასეთია სიყვარული ,რომელსაც იმსახურებ შენ, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ - ადამიანს, რომელიც თავს შეყვარებულად, მნიშვნელოვნად, ბედნიერად და სასურველად გვაგრძნობინებს.

დაელოდე ბიჭს, რომელთან ერთადაც მომავალი ისეთი ბუნდოვანი და უიმედო აღარ იქნება, როგორც ახლაა..

წყარო : Thought Catalog

თარგმანი: ნინი ტაველიძე




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100