შიშველმა ფემინისტებმა ვუდი ალენის ჯაზ-კონცერტის დროს სცენაზე არეულობა მოაწყვეს და რეჟისორს პედოფილიასა და სექსუალურ ზეწოლაში დასდეს ბრალი
ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის ჯაზ-კონცერტზე, რომელიც ჰამბურგში იმართებოდა, ინციდენტი მოხდა. შიშველი ფემინისტები სცენაზე შევარდნენ გარკვეული შეძახილებით. მათ სხეულზე წერილობითი ბრალდებები ჰქონდათ გეკეთებული ვუდი ალენის მისამართით და რეჟისორს ბავშვების მიმართ ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. ისინი ასევე სექსუალურ ძალადობაზე უსვამდნენ ხაზს.
რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, ვუდი ალენის გერმა მელოუნ ფეროუმ პირველმა დასდო რეჟისორს ბრალი და განაცხადა, რომ მამინაცვლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა, როდესაც ის რვა წლის იყო. საქმე აღიძრა, თუმცა გოგონას ბრალდება ვერ დამტკიცდა. ფემინისტებმა კი ამ ქცევით გარკვეული მესიჯი გაუგზავნეს საზოგადოებას, რაც გულისმობდა იმას, რომ რეჟისორი ვუდი ალენი პედოფილი და სექსუალური მოძალადეა.
კომენტარი