სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაგდა პაპიძეს ომარ ქაფიაშვილი არ უყვარდა, ამ ბიჭს სკაიპში ემესიჯებოდა, ხშირად რჩებოდა მას სკაიპი ჩართული და..."

მოწმის ინფორმაციით, ომარ ქაფიაშვილთან დაქორწინებამდე მაგდა პაპიძეს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, - ამის შესახებ მოწმე მარიამ პატარქალაშვილმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.

როგორც პატარქალაშვილმა აღნიშნა, "მაგდა პაპიძეს ომარ ქაფიაშვილი არ უყვარდა". "მაგდა ამ ბიჭს სკაიპში ემესიჯებოდა. ხშირად რჩებოდა მას სკაიპი ჩართული და ლანა ნახულობდა მიმოწერებს. ლანა ეუბნებოდა: აირჩიე ან ომარი ან სხვაო. ამ ბიჭს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მე და ლანა შევხვდით, აღმოჩნდა რომ უთხრა - ომარის მივყვებიო და ჩვენ გვითხრა, მე მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევიო", - განაცხადა პატარქალაშვილმა.
მოწმემ ასევე 2015 წლის 19 დეკემბრის ღამე გაიხსენა და მაგდა პაპიძის ქმედებებზე ისაუბრა. როგორც მარიამ პატარქალაშვილმა აღნიშნა, სასწრაფოს და სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ მაგდა პაპიძემ ტელეფონზე ორჯერ სცადა დარეკვა.

„ერთხელ რომ დარეკა თქვა - ამას სულ გათიშული როგორ უნდა ჰქონდეს ტელეფონიო. მეორედ რომ დარეკა გავიგონე სახელი ოთო, თუმცა მერე ცოტა მოშორებით გავიდა და საუბარი აღარ გამიგია", - განაცხადა მოწმემ.

მან ასევე აღნიშნა რომ მაგდა პაპიძე მეზობელ ბიჭს სთხოვდა დახმარებას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე რათა ბავშვი მანქანით აეყვანათ საავადმყოფოში, რადგან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და პატრულის ეშინოდა. თუმცა პატარქალაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძე ხშირად იჯდა საჭესთან.

მოწმის თქმით, მაგდა პაპიძეს მისთვის და მისი დისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული. "2015 წლის ზაფხულში ბინა მქონდა გაქირავებული, რომელიც მაგდას და ომარის ოთახის თავზე მდებარეობს. მათ სახლში ჩემგან წყალი ჩავიდა. მოვიდა ჩემთან და ჩემს დასთან მაგდა პაპიძე და მომთხოვა გაკეთება, რა დროსაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანუ შეგვაგინა მე და ჩემს დას, ასევე სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებაც, თუმცა შუაში იდგა მეზობელი და მაგდას მოქნეული ხელი მას მოხვდა", - განაცხადა მარიამ პატარქალაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100