სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტესტი - გაქვთ თუ არა დეპრესია

თვითშეფასების შესამოწმებლად დოქტორ უილიამ ზუნგის ტესტი გამოიყენება. 1, 2, 3, 4, 6, 7, 8, 10, 11, 12, 14, 15, 16, 18 და მე-20 პუნქტებზე პასუხისას ქულები შემდეგი პრინციპით დაიწერეთ:

"არასოდეს" - 1 ქულა, "ხანდახან" - 2 ქულა, "ხშირად" - 3 ქულა, "ყოველთვის" - 4 ქულა. პუნქტები: 5, 9, 13, 17 და 19 კი შემდეგი სისტემით შეაფასეთ: "არასოდეს" - 4 ქულა, "ხანდახან" - 3 ქულა, "ხშირად" - 2 ქულა, "ყოველთვის" - 1 ქულა. ქულების დათვლის შემდეგ კი სწორად შეძლებთ თქვენი მდგომარეობის შეფასებას.

1. მოთენთილი და სევდიანი ვარ;

2. დილაობით საუკეთესოდ ვგრძნობ თავს;

3. ხშირად ვტირი ან ტირილის ხასიათზე ვარ;

4. ღამე ცუდად მძინავს;

5. მადა დაქვეითებული არ მაქვს;

6. გამძაფრებული მაქვს სექსუალური შეგრძნებები;

7. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს ვკარგავ;

8. ხშირად მაწუხებს გაზები მუცლის ღრუში;

9. გული ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მიცემს;

10. უმიზეზოდ ვიღლები;

11. ისევე საღად ვაზროვნებ, როგორც ყოველთვის;

12. მიადვილდება იმის კეთება, რაც შემიძლია;

13. აფორიაქებული ვარ და ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს;

14. მაქვს მომავლის იმედი;

15. უფრო გაღიზიანებული ვარ;

16. ადვილად ვიღებ გადაწყვეტილებას;

17. ვგრძნობ, რა არის სასარგებლო და აუცილებელი;

18. საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს;

19. სხვა ადამიანებს გაუიოლდებათ ცხოვრება, თუკი მოვკვდები;

20. დღემდე მახარებს ის, რაც ადრე მიხაროდა.

ქულების შეფასების სისტემა:

25-49 ქულა: ნორმალური მდგომარეობა

50-59 ქულა: მსუბუქი დეპრესია

60-69 ქულა: დროა, ფსიქოთერაპევტს მიაკითხოთ

70 ქულა და მეტი: ღრმა დეპრესია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100