სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს

სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, დაკეტილი სივრცის ლიფტში ეშინია, რომ არ გაიჭედოს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი იქნება ვერდიქტი.

„ჯერ „რუსთავი 2“ რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ეტალონი? - სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად. მაგისგან ნახსენები წარღვნა ნუ დაძაბავს მოსახლეობას. მე მგონი, საკუთარი გუნდის შემაგრებას აგრძელებს, რომ არ ჩამოეშალოს ბოლომდე, რომ ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენო. სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი, დაკეტილი სივრცის ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გაფიქრებაც შეუძლებელია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, არჩევნები გააყალბოს და ეს „ნაციონალებმაც“ კარგად იციან.
„მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არა აქვთ და ცდილობს [სააკაშვილი], როგორმე გუნდი მოიყვანოს და მერე წარღვნას დავაფუძნებო მე და გადავატრიალებთ, ავატრიალებთო. არაფრის თავი არა აქვთ მაგ საცოდავებს, ზის იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეს, საკუთარ სახელმწიფოს ელემენტარული პატივი სცეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსალოდნელია პატარა პროვოკაციები, რადგან „დიდის თავი არა აქვთ“. ამასთან, ივანიშვილმა ამომრჩევლებს მოუწოდა, თუ მსგავსი ექსცესები იქნება, ტელეფონით გადაიღონ და დააფიქსირონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100