რომან გოცირიძე: როგორ ჩაიგდეს ხელში თბილისის გაზის სისტემა კალაძემ და კომპანიამ
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
- თბილგაზი ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ იყიდა და ”ყაზტრანსგაზი” უწოდა.
- ”ყაზტრანსგაზი” ყიდულობდა გაზს ქართული სახელმწიფო გაზის კომპანიისაგან (რომელიც შახ-დენიზიდან გვეკუთვნოდა), არ იხდიდა ფულს, დაუგროვდა 80 მილიონი ვალი და დროებით მართვაში აიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წელს. ბოლო ექვსი წელი კალაძის ხალხი მართავდა (ძარცვავდა) მას.
- ნაცვლად ვალების გასტუმრებისა და ბიზნესის მესაკუთრეებისათვის დაბრუნებისა, დროებითმა მმართველობამ ვალები არა თუ გაისტუმრა, 100 მილიონ ლარამდე გაზარდა იგი. ვალი ბიუჯეტმა გადაიფორმა.
- ყაზახურმა მხარემ უჩივლა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობას იმის გამო, რომ თითქმის ათი წელია მის ქონებას სხვა ხმარობს, ვალებს არ ისტუმრებს და მესაკუთრე განიცდის ზარალს. ითხოვდნენ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს ზარალის ასანაზღაურებლად.
- საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელი მარცხის ასაცილებლად (რომელშიც თავადაა დამნაშავე) გადაწყვიტა ყაზახებთან მოლაპარაკება, სინამდვილეში გადაწყვიტა კორუფციული სქემით თბილისის გაზის სისტემის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და მათთან დაახლოებული ბიზნესმენებისათვის ჩალისფასად შეძენა.
- ყაზახებმა გამოიტანეს არბიტრაჟიდან სარჩელი, მთავრობამ კი 100 მილიონი საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერა ყაზტრანსგაზს.
- ყაზახებმა ოფშორში დარეგისტირებულ ქართველების კომპანიას, რომლის დამფუძნებლების ნაწილი ცნობილია კალაძესთან სიახლოვით, ხოლო ნაწილი არის გასაიდუმლოებული, მიჰყიდეს "ყაზტრანსგაზი" მის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად.
- იზარალა საქართველოს სახელმწიფომ (ბიუჯეტმა), იზარალა ყაზახეთის სახელმწიფომ (დაკარგა ინვესტიციების ნაწილი), იხეირეს ყაზახმა ჩინოვნიკებმა (”ატკატს” მიიღებდნენ ნაღდ ფულში), იხეირეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა და მათმა მოკავშირეებმა.
- ზარალობს ქართული სახელმწიფო იმის გამოც, რომ თბილისის გაზის სისტემას (მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს) ასუბსიდირებს მთავრობა. ახლახანს ტარიფები ნაწილბრივ გაზარდეს და დანარჩენი ხარჯები იფარება ბიუჯეტიდან. ამას ხალხზე ზრუნვით გაამართლებენ, სინამდვილეში კი გაზის კომპანიის მესაკუთრეთა მოგებაზე ზრუნავენ.
- პერსპექტივაში, თბილისის გაზის სისტემას (ჯერჯერობით კვლავ ”ყაზტრანსგაზი” ჰქვია) ემუქრება გაზპრომზე ან რომელიმე რუსულ კომპანიაზე გაყიდვა, რადგან ისინი გადაიხდიან ორმაგ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. ეს არის ამ მაქინაციის საბოლოო მიზანი.
რაც ზემოთაა აღწერილი, არის ყველაზე ღია და თავხედური კორუფციული გზით ხალხის სიმდიდრის მიტაცება. ეს არის პირდაპირი დანაშაული, რომლის მონაწილეები აუცილებლად დაისჯებიან.
კომენტარი