ლეგენდის დასასრული - ჰოლივუდში 18 წლიანი ოჯახი დაინგრა
ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 18 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან.
როგორგც ცნობილია განქორწინების ინიციატორი მელანი გახდა, მსახიობთა წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ განშორება მშვიდად, ქონების სკანდალური გაყოფის გარეშე ჩაივლის.
კულუარებში განქორწინების მიზეზად მელანის ავადმყოფური ეჭვიანობა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის განმავლობაში ამ წყვილის დაშორებისა და შესაძლო დაშორების შესახებ ჭორი არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის წინ დარხეული ხმა ბანდერასისა და მელანის შესაძლო განქორწინების შესახებ მხოლოდ ახლა დადასტურდა.
კომენტარი