სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში სცემეს - ადვოკატის სკანდალური განცხადება

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა და 17 დაკავებული - გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გიორგი გელხაური ამბობს, რომ სასურველი ჩვენების მოპოვების მიზნით, პოლიციამ დაბადების დღეზე მყოფი არასრულწლოვანი სცემა.

იგი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თბილისში ჩამოსვლის დაკითხვისას მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის განმარტებით არასრულწლოვანზე მამის თანდასწრებით იძალადეს. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამ პირობებში მიაცემინეს მას ჩვენება. ადვოკატი აცხადებს, იმას, რომ ბრალი, რომელიც არასრულწლოვამს წარუდგინეს აბსურდულია.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, პოლიციელების მხრიდან. ის არასრულწლოვანია და გამოკითხულია მშობლის თანდასწრებით, თუმცა გამოკითხვას არ ესწრებიდა ადვოკატი. მასზე განხორციელდა როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას მოხვდა თავში და მოხვდა ზურგში. ეს ხდებოდა მცხეთის პოლიციის რაიონულ გფანყოფილებაში" - აცხადებს არასრულწლოვნის უფლებადამცველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100