მწყობრიდან გამოსული ავტობუსი პირდაპირ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა - არიან გარდაცვლილები
25 დეკემბერს, 14 საათსა და 46 წუთზე მოსკოვში კუტუზოვის გამზირზე მოხდა ავარია. მწყობრიდან გამოსული ავტობუსი პირდაპირ მიწიქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. არიან დაღუპულები, მათ შორის არასრულწლოვანები. ამ დრომდე ორი დაღუპულის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, აქედან ერთი 45 წლამდე ქალია, მეორე კი 17 წლის მოზარდი გოგონა. ავტობუსის 58 წლის მძღოლი ვიკტორ ტიხონოვი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა, გაიტანა ფეხით მოსიარულეები და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. როგორც თავად ტ იხონოვმა განუცხადა პოლიციას, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ეს ტრაგედია მოხდა.
კომენტარი