სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო და დალოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ თბილისში სტუმრად მყოფი მაზანდარიელი ქართველები დალოცა.

როგორც პატრიარქმა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ირანიდან მაზანდარიელი ქართველობის ჩამოსვლა დიდი სიხარულია.

"400 წელია, რაც მათი წინაპრები საქართველოდან ძალით წაიყვანეს და დღეს დადგა ის ბედნიერი დღე, როცა ისინი ჩამოვიდნენ თავიანთ მიწა-წყალზე. მათ უწოდებენ გურჯებს. გურჯი ქართველს ნიშნავს. მათ თავიანთი ეროვნება არ დაივიწყეს. აქ ჩამოსვლა არის ბრძნული გადაწყვეტილება და მინდა დავლოცო ჩვენი სისხლი და ხორცი - ქართველები, რომელთა ნაწილმა ქართული ენა არ იცის, მაგრამ საქართველო მათ გულშია", - ბრძანა უწმინდესმა.

ამასთან, პატრიარქმა ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ეს არის კუთხე, სადაც ყველა გურჯების, გურჯიევის გვარებით დეწერა, რომ შეენარჩუნებინათ თავისი ეროვნება.

"ჩვენ ყველანი მოხარულნი და ბედნიერნი ვართ მათი ჩამოსვლით", - აღნიშნა პატრიარქმა და მაზანდარელი ქართველებს პირადად მიესამა და დალოცა.

დღესვე, პატრიარქმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ნადირაშვილები, ქოიავების, კახიშვილების და მურცხვალაძეების გვარები დალოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100