სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბომბი პარლამენტის შენობაში

პარლამენტარები გამნაღმველებმა ჩაანაცვლეს. პარლამენტის შენობაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს დამონტაჟებული. შენობის ევაკუაცია უკვე მოხდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც პარლამენტის ცენტრალურ კორპუსში, ასევე ორ ადმინისტრაციულ კორპუსში.

"შემოვიდა ანონიმური ზარი 112-ში, რის შემდეგაც პოლიცია მოქმედებს დადგენილი წესით და პროცედურების სრული დაცვით. ხდება ადეკვატური რეაქცია. მოხდა ევაკუაცია და გამნაღმველები მუშაობენ ადგილზე", - აცხადებს შსს-ს პრესამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი. მისივე თქმით, საქმე აღძრულია 331-ე მუხლით. როგორც გიორგობიანი განმარტავს, დამატებით დეტალებს საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ იმის ალბათობის ხარისხი, რომ პარლამენტის შენობაში ბომბია, დაბალია.მისი თქმით, პარლამენტში შევიდა სიგნალი იმის თაობაზე, რომ შენობაში ბომბია. მისი თქმით, შენობის დაცვის სამსახურმა ეს ინფორმაცია გააანალიზა და არსებული წესების გათვალისწინებით შენობაში მყოფ პირებს სთხოვა, რომ შენობა დაეტოვებინათ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს პლენარული სხდომა აღარ განახლდება, რადგან შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას რამდენიმე საათი დასჭირდება. დეპუტატები რიგგარეშე სხდომას ხვალ გამართავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100