სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი ჟურნალისტების შვილებს, მომავლის გაფუჭებით ემუქრება... (ვიდეო)

რა არ ნახა ქართულმა თანამედროვე ჟურნალისტიკამ 90–იანი წლებიდან დღემდე. ომები ქუჩებში, რეგიონებში, მეზობელ ქვეყნებთან, უზურპატორები, ხელისუფლებაში კრიმინალები, ქურდები, კორუმპირებული მარაზმატიკები...

ყველა ეტაპზე არსებობდა ჟურნალისტთა ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს, უფლება ან პროფესიული მოვალეობის შესრულების კუთხით შეზღუდულად მიიჩნევდა.

ყოველთვის იყო კამათი, აზრთა და პოზიციათა სხვაობა, მაგრამ დღემდე, არც ერთ მარაზმატიკს, არც ერთ თავზე ხელაღებულს, არც ერთ მოპარაზიტო წარმომადგენელს რომელიმე ოპოზიციური თუ სახელისუფლებო დაჯგუფებიდან, ისეთი მუქარანარევი განცხადებები არ გაუკეთებია, როგორც მენტალობით რუს ბორია ივანიშვილს.

ეს მოტირანო-მოდესპოტო ოლიგარქი ყოველდღიურად ემსგავსება მისთვის მიუღებელი ჟურნალისტების მხოცავ პუტინს. აზროვნებით, მეტყველების მანერით, ჟესტიკულაციით, მისთვის მიუღებელი ჟურნალისტებისადმი აგრესიით...

ამის ბოლო დასტური, ფოთში მისი შოკისმომგვრელი გამოსვლა გახლდათ. ოლიგარქმა მედიის „ჭკუაზე მოყვანა“ გადაწყვიტა და საჯაროდ წარმოთქვა ტექსტი, რომელიც დრო მოვა და გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, როგორ არ უნდა ელაპარაკო მედიას. მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა, მისი მუშაობის სტილი და მიმართულება.

ბიძინა, რომელიც აქამდე, მხოლოდ ოჯახის წევრებთან და დამონებულ მოსამსახურე პერსონალთან ურთიერთობდა, ვერა და ვერ მიეჩვია იმ აზრს, რომ საზოგადოება მის წინაშე ვალში არაა, არც ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ვალდებული, იფიქრონ ისე, როგროც მას ეამება.

რომ ინჟინრებს, მსახიობებს, სპორტმენებს, ჟურნალისტებს, უფლება აქვთ, გარუსებული ჭორვილელი კაცუნა არ გაიხადონ კერპად. არავინ არის ვალდებული აღფრთოვანებული იყოს მისი სულელური გამოსვლებით, უცნაური ლექსიკითა თუ მაფიოზური ჟესტიკულაციით. რომ ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, უნდა პავლე მოსწონდეს და უნდა - სავლე.

იყიდა რა ბითუმად, სპორტსმენების, მსახიობების, რეჟისორების ნაწილი, ოლიგარქმა ახლა ჟურნალსიტებს ჩამოუარა. არავის მოუსმენია ოლიგარქის მიმართვა კონკრეტულად სხვა პროფესიის ადამიანებისადმი.

როგორც ჩანს, ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცოტა რთულად დასამორჩილებელი ხალხია და ამიტომ ოლიგარქს მთელი ტექსტის წარმოთქმა დასჭირდა რათა გამოეხატა მოკლე სათქმელი: ან გადმოდით ჩემთან და მემსახურეთ მე და „ჩემს სიმართლეს“, ან იცოდეთ რა გემუქრებათ თქვენ და თქვენს შვილებს...

რა ემუქრებათ ჟურნალისტებს, რომლებიც არ მუშაობენ „მე–9 არხზე“, „ინფო–9“–ში, „მაესტროში“... ამის წარმოსადგენად საკმარისია ყურადღებით მოუსმინოთ ოლიგარქის მიმართვას მედიისადმი, ქალაქ ფოთიდან.

„არ გამიკეთებია მე მსგავსი მიმართვა“, - ასე იწყება პოტენციური ჯალათის გამოსვლა. საკმარისია, ამ ერთი წინადადების წარმოთქმისას, ოლიგარქის მანერას დააკვირდეთ, მიხვდებით, რომ ივანიშვილი კარგს არაფერს აპირებს...

„ნუ შეგეშინდებათ ზედმეტად. თქვენ გამოიჩინეთ და გაუწიეთ მოქალაქეობრივი წინააღმდეგობა. თქვენ ნუ შეებრძოლებით თვითონ საკუთარ მომავალს. ნუ გაუფუჭებთ მომავალს თქვენს შვილებს. დრო დადგა, ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჩვენ ამათ აუცილებლად გავისტუმრებთ პირველ ოქტომბერს.

ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ იმისათვის, რომ თქვენ საზოგადოებას დაუმტკიცოთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ ამ სიცრუეს და იმ სიცრუის მექანიზმს, რომელსაც ერთი კაცი ნერგავს.

ჩემი თხოვნა იქნება და საზოგადოების მოთხოვნა იქნება და ეს მოთხოვნა სანამ მკვეთრად გაჟღერებულა მე თქვენ გთხოვდით, გთხოვდით რომ როგორმე, როგორმე, პოზიცია შეიცვალოთ.

ნუ მოხდება ის რომ, ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ და თქვენ საზოგადოების წევრობა გაგიჭირდებათ. რამდენადაც, საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია, ძალიან ბევრ ჟურნალისტზე. აუცილებლად, ჩვენ დაგეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ რომ თქვენ დაიბრუნოთ ღირსება“.

რა შევიტყვეთ ოლიგარქის გეგმების შესახებ? თურმე, ნუ იტყვით, ჟურნალისტები, რომლებიც სასწრაფოდ არ გადაბარგდებიან ბიძინას ჯიბის მედია საშუალებებში, აღარ უნდა ელოდონ მშვიდ ცხოვრებას. საკუთარ ცხოვრებას ვინ ჩივის, ივანიშვილი ემუქრება ჟურნალისტების შვილების მომავალსაც. იქნებ სხვანაირად განმარტოს ვინმემ, რას ნიშნას ბიძინას ფრაზა: „ნუ შეებრძოლებით თვითონ საკუთარ მომავალს. ნუ გაუფუჭებთ მომავალს თქვენს შვილებს“???...

თურმე, ცოტა დრო დარჩენიათ, არაბიძინისტ ჟურნალისტებს და მათ შვილებს. - პირველ ოქტომბრამდე, იქნებ მოასწროთ და გადმობარგდეთ „ინფო–9“ –ში, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლის წვიმა წამოვა თითოეული თქვენგანის და თქვენი შვილების თავზე...

ამას ბიძინა საზოგადოების სახელით ლაპარაკობს. საზოგადოებაში ბერა, უტა, ეკა, თინიკო ხიდაშელი, „დედა ბუ“ და სხვები იგულისხმებიან. თურმე, ამ „საზოგადოებას“ ჟურნალისტებმა სასწრაფოდ უნდა დაუმტკიცონ, რომ პოზიცია შეიცვალეს და „ბიძინისტები“ გახდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში - „მოხდება ის რომ, ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ და თქვენ საზოგადოების წევრობა გაგიჭირდებათ. რამდენადაც, საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია“.

ბიძინას „ობშესტვა“ კია გაღიზიანებული, მაგრამ ოლიგარქი საკუთარ თავზე მაღლდება და პირობას დებს, თუ დამემონებით: „ჩვენ დაგეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ რომ თქვენ დაიბრუნოთ ღირსება“.

„ღირსება“ შირმაა. ეს წინადადება ასე ითარგმნება. „გახდით ჩემი მონები და მე გადაგიხდით ასი ათასებს, როგორც ვუხდი ნანა ლეჟავას, კახა ბექაურს და მის ცოლს...“. ამბობს „ღირსებას“, გულისხმობს - „ფულს“. ოლიგარქს სად აქვს ღირსება, სხვას რომ დაუბრუნოს. მას მხოლოდ ფული აქვს...

საქმე არც ისე სახუმაროდაა. ივანიშვილი ღიად იმუქრება. მას ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს... თუმცა, მისი ნება რომ იყოს, ყველას და ყველას შვილებს, ვინც არ დაემონა, წამებით ამოხდის სულს. არ გჯერათ? უყურეთ ამ ვიდეოს. იგი საოცრად დაემსგავსა პუტინს...

წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=18233

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100