სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ქართველი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს

დღეს მოსკოვში ქართველი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოკლეს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რომან დუმბაძე მოსკოვის დასავლეთით, რუბლიოვსკის გზატკეცილზე მოკლეს - მას მოტოციკლიდან რამდენიმე ტყვია ეsროლეს უცნობმა პირებმა და მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები მსხვერპლს უთვალთვალებდნენ. სროლამდე ცოტა ხნით ადრე თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილას მამაკაცი დაინახეს, რომელიც დიდხანს საუბრობდა მობილურზე, მომხდარი თავდასხმის შემდეგ კი გაუჩინარდა. არ გამორიცხავენ, რომ დუმბაძის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ქილერებს სწორედ ის აწვდიდა.

48 წლის გენერლის დაცხრილვის დროს მასთან ერთად გოგონა იმყოფებოდა, რომელიც მკვლელობის თვითმხილველი გახდა. მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხნელები გაუჩინარდნენ, უკვე ნაპოვნია - დამნაშავეებმა ის შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დატოვეს.

გენერალი რომან დუმბაძე აჭარაში მომხდარი რევოლუციის დროს არ დაემორჩილა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და განაცხადა, რომ მისი მთავარსარდალი ასლან აბაშიძეა. 2006 წლის მაისში ის დააკავეს და სამშობლოს ღალატის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ კი რუსულმა მხარემ მათ მიერ დატყვევებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლების სანაცვლოდ სწორედ დუმბაძის გადაცემა მოითხოვა. ენგურის ხიდზე შემდგარი გაცვლის შემდეგ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირადად გენერალმა ბორისოვმა გადაიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100