სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანგელა მერკელს ლუდი გადაასხეს (ვიდეო)

კურიოზული შემთხვევა ქალაქ დემინში მოხდა, როცა ანგელა მერკელი თავისი პარტიის მომხრეებს ხვდებოდა:

ოფიციანტს, რომელიც სასმელებს არიგებდა, ვიღაცამ უბიძგა, მან წონასწორობა დაკარგა და ლუდით სავსე სამი კათხა პირდაპირ გერმანიის კანცლერის ზურგზე გადაპირქვავდა.

მერკელმა გერმანული თავშეკავებულობა გამოავლინა: იღიმებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, მოგვიანებით კი წამოდგა და, ისე რომ ტანსაცმელი არც გამოუცვლია, დამსწრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის ტრიბუნასთან მივიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100