ბორჯღალოსნებმა პორტუგალიას დამაჯერებლად სძლიეს - 32:7
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ავჭალის რაგბის მოედანზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 32:7 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში 4 ლელო დადეს. მერაბ კვირიკაშვილმა ოთხიდან ორი გარდასახვა გამოიყენა. პორტუგალიელებმა ქართველებს მხოლოდ ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს.
მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" ორი კვირის შემდეგ ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
კომენტარი