სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის გამო ზურაბ ბიგვავა გალოთდა

ცნობილია, რომ პოლიტიკოსების ან პოლიტიკოსობის მოსურნე ადამიანების ერთ-ერთი მწარე ხვედრი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზია: მდგომარეობა, როცა თავი დევნილი ჰგონიათ და ყველგან მდევარი ელანდებათ. ეს მდევარი მათ ხან მოკვლას უპირებს, ხანაც საწამლავით ნელ სიკვდილს უმზადებს, ხან კიდევ, უბრალოდ, პოლიტიკიდან მათ ჩამოცილებას ცდილობს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ფანტაზიის სფეროა - რეალურად, დევნილი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისი მანიაკალურად აკვიატებული სახება.

ბიძინა ივანიშვილის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აშკარად სახეზეა. „ჰარი პოტერის“ სასახლეს შეხიზნული მილიარდერი, რომელიც თითქმის არ ჩნდება ხალხში და საწოლიდან მანქანაში, მანქანიდან - დარბაზში და დარბაზიდან უკანვე, იგივე მარშრუტით „მოგზაურობს“, მანამდეც გამოირჩეოდა ფობიითა და მანიით, მაგრამ ბოლო დროს, როცა თავი მესიად წარმოიდგინა (და ამაში საზოგადოების ნაწილიც დაეხმარა), მისი ფსიქოზი იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ უმნიშვნელო დეტალებშიც კი ნათლად ვლინდება. ერთ კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდებით:

შესაძლოა, ბევრს არაფერს ეუბნება სახელი და გვარი - ზურაბ ბიგვავა, მაგრამ მათ შევახსენებთ, რომ ეს პიროვნება გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ხოლო ის, ვინც ამ საბჭოს წევრია, მინიმუმ, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელობაზე რომ აქვს პრეტენზია და მაქსიმუმ, სხეულის სხვა ნაწილად ყოფნაზე (მაგალითად, თავზე) - არახალი ამბავი გახლავთ.

შემთხვევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან მოწოდებული ინფორმაციით შევიტყვეთ, არც ისე დიდი ხნის წინანდელია და სკანდალურია::

საკუთარი ოფისის თანამშრომლებთან და მრჩევლებთან ერთ-ერთი გაფართოებული თათბირის დროს ზურაბ ბიგვავამ, რომელიც მანამდე, სხვათაშორის, ნინო ბურჯანაძის მრჩეველი იყო (თუ შედეგებისა და რეიტინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, დიდი ვერაფერი ურჩევია), რომელიც მთავარ მაგიდასთან ბიძინას სიახლოვეს იდგა, მტკნარი წყლის ბოთლი გახსნა და ივანიშვილს წყალი დაუსხა, შემდეგ კი ბოთლი ისევ მაგიდაზე დადგა.

კაცმა არ იცის, მანიაკალური დეპრესიის რა შემოტევა ჰქონდა იმ წუთში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შედარებით მშვიდი ტონით საუბრობდა ორგანიზაციულ საკითხებზე, მაგრამ მისი ქცევა რომ არაადეკვატური იყო, ფაქტია: ივანიშვილმა სიტყვა შეწყვიტა, ჯერ ჭიქას შეხედა, მერე ბიგვავას გადახედა და უცებ, საკმაოდ ხმამაღლა და აგრესიულად უთხრა: „აბა, აიღე ახლა ეგ ჭიქა და თვითონ დალიე ბოლომდე!“. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი იმან დააეჭვა, რომ ზურა ბიგვავამ წყალი მხოლოდ მას დაუსხა და იმდენად დაეჭვდა (ასე იცის ფსიქოზმა), იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება, რომ ბიგვავამ წყლის ახალი ბოთლი გახსნა...

ზურა ბიგვავამ ინციდენტის ხუმრობაში გადატანა სცადა, მაგრამ წყალი მაინც დალია, მოგვიანებით კი წყლის ნაცვლად მაგარი ალკოჰოლური სასმელების სმა დაიწყო - როგორც ჩანს, თავის მხრივ, მანაც იფიქრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიძულა...

მას შემდეგ ზურაბ ბიგვავა ოფისში არაფხიზელ მდგომარეობაში ცხადდება და ცდილობს, ივანიშვილს პირისპირ არ შეეჩეხოს: ოლიგარქის რისხვა მისთვის ლუკმაპურის გარეშე დარჩენის ტოლფასია.

„დრონი.ჯი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას ზურაბ ბიგვავასთან, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა - ბიგვავას მობილური გამორთული ჰქონდა... როგორც ჩანს, ჭიქა არაყს წრუპავდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100