სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თერჯოლის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. წყალტუბოს მკვიდრი 57 წლის ქალი და ტყიბულის მკვიდრი 73 წლის კაცი სამედიცინო დაწესებულებაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. როგორც ადგილზე აცხადებენ, ორივე მათგანს ფილტვები დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 65 პაციენტი რჩება. მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კორონავირუსით დაინფიცირდა ტყიბულის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი. როგორც ნელი ქარელი ამბობს, მხოლოდ გემოს და ყნოსვის შეგრძნება დაკარგა. სხვა ჩივილები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. ქარელი მკურნალობის კურსს სახლში გადის.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 301 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100