მოსკოვში ჩატარებულ „ნორჩი ტალანტების“ საერთაშორისო კონკურსში ქართველმა ბავშვებმა გაიმარჯვეს
მესამე საერთაშორისო ფესტივალში „სამყარო ბავშვების თვალით“, რომლის ეგიდითაც კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოსკოვში ჩატარდა, ქართველმა ბავშვებმა გაიმარჯვეს. „დახატე მომავლის სამყარო“ ასე ერქვა კონკურსს და მასში გამარჯვებულებს 26 ოქტომბერს, მოსკოვში დააჯილდოებენ.
მსოფლიოს ბავშვთა შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალში, 7 წლამდე ბავშვების კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ: 6 წლის ანა ცარენკო თბილისიდან, ნახატი „სამყაროს სახლი“ - პირველი ადგილი; კატია საიგანოვა თბილისიდან, ნახატი „სიცოცხლე, როგორც ზღაპარი“ - მეორე ადგილი; 5 წლის ვიკა არაკელიანი, ნახატი „სამყარო - ეს ჩვენ ვართ“ - მესამე ადგილი.
14 წლამდე კატეგორიაში „დახატე მომავლის სამყარო“ გამარჯვებულები გახდნენ:
12 წლის გიორგი ჩიტაია თბილისიდან - პირველი ადგილი; 13 წლის ქრისტინა საიგანოვა თბილისიდან - მეორე ადგილი.
რაც შეეხება 14 წლის ზემოთ მოზარდთა კატეგორიას, გამარჯვებული გახდა და პირველი ადგილი დაიკავა 15 წლის თბილისელმა მარიამ მხეიძემ.
კომენტარი