„სტატუსი რატომ არ დამი-Like-ე!“ - მამაკაცი ყოფილ ცოლს თავს დაესხა
36 წლის მამაკაცი ყოფილ მეუღლეს მხოლოდ იმის გამო დაესხა თავს, რომ მან „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსი უყურადღებოდ დაუტოვა და არ „დაულაიქა“.
ბენიტო აპოლინარი ყოფილ ცოლს დოლორეს აპოლინარს ნიუ-იორკში, მის სახლში მიუვარდა. ისტორი MSN.com.-მა აღწერა:
როგორც გაირკვა, მამაკაცმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დედამისის სიკვდილის წლისთავთან დაკავშირებული სტატუსი გამოაქვეყნა და ძალიან გაბრაზდა, როცა მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა, სტატუსი "Like" ღილაკით არ მოიწონა. როცა ყოფილ მეიღლეს მიუვარდა და სკანდალი აუტეხა, პოლიციის თქმით, ბენიტო დოლორესს უყვიროდა: „უსინდისო ხარ! ჩემი სტატუსი ყველამ „დაალაიქა“, შენს გარდა! არადა, შენ ეს პირველს უნდა გაგეკეთებინა“. პოლიციის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მამაკაცი ნასვამი იყო. მან ქალს სახეში ხელი გაარტყა და თმებშიც სწვდა. იგი ქალის მეზობლების მიერ გამოძახებულმა პოლიციელებმა დააკავეს.
კომენტარი