სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გაძეტა დელო სპორტმა" თორნიკე შენგელია "ევრობასკეტის" ხუთეულში დაასახელა

ახლახანს დასრულებული საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის შედეგები ჯერ კიდევ ჯამდება და ანალიზი კეთდება. ამჯერად ცნობილმა იტალიურმა გამოცემა “გაძეტა დელო სპორტმა” დაასახელა ევრობასკეტ 2011-ის 5 საუკეთესო უცნობი მოთამაშე, რომლებმაც თავი წარმოაჩინეს ლიტვაში.

სასიამოვნოა, რომ ამ საუკეთესო ხუთეულში საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდი თორნიკე შენგელია მოხვდა - 207 სანტიმეტრიანი ქართველის თამაში და პროგრესი სპეციალისტებმა აღნიშნეს და კარგი იქნება თუ მისით სერიოზული საკალათბურთო ლიგების კლუბები დაინტერესდებიან.

ამ ხუთეულში შენგელიასთან ერთად მოხვდნენ: ვოიდან სტოიანოვსკი (მაკედონია, 23 წლის), ფილიპ შვეთელმი (გერმანია, 22), რიჩარდს კუკსიკსი (ლატვია, 23) და დარდან ბერიშა (პოლონეთი, 22).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100