"საშინელება მოხდა, მოულოდნელად გარდაიცვალა 25 წლის ახალგაზრდა, სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საპატიმრო, ამ ტრაგედიის დაჯერებაც კი მიჭირს"
ადვოკატი ტარიელ
კაკაბაძე ვაკეში
25 წლის ლაშა
საღინაძის გარდაცვალებას
ეხმაურება და
ნახეთ, რას წერს:
"საშინელება
მოხდა! მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა, უმაგრესი, ვაჟკაცი ადამიანი - 25 წლის ლაშა საღინაძე. სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება მას შემდეგ რაც სასამართლომ აბსურდულ ბრალდებაში გაამართლა. გაცნობიდანვე დავძმაკაცდით. წელიწადნახევარი ვიბრძოდით ერთად.
როგორ
მიხაროდა მისი გამარჯვება. როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ დაუბრუნდა საყვარელ საყვარელ მეუღლეს, ოჯახს. როგორ მჯეროდა, რომ ბედნიერი მომავალი ჰქონდა. :((
სულ
6 დღის წინ ერთად აღვნიშნეთ მისი გათავისუფლება. სამომავლო გეგმებზე, მომავალზე მესაუბრა. ამ ტრაგედიის დაჯერებაც კი მიჭირს.
უფალმა
გაანათლოს შენი სული, ლაშა, ძმაო!“- წერს ტარიელ
კაკაბაძე.
შეგახსენებთ,
რომ
დრონი.ჯი-მ ორი დღის წინ დაწერა ლაშას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ. ამ დრომდე დაუდგენელია, თუ რა გახდა 25 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნა ახლო მომავალაში გახდება ოჯახისთვის ცნობილი.
კომენტარი