„ვისოლ ჯგუფის“ და „კარფურის“ მორიგი პროექტი
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.
„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფურია“. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს რამოდენიმე დამატებით პროექტზე, რომლის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მეოთხე სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall-ი ბათუმში ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გახსნა, სადაც ასევე ძირითადი არენდატორი „კარფურია“. 10,015 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში „კარფურთან“ ერთად 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს.
კომენტარი