გორში ერთ-ერთ ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს
გორში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი ერთ-ერთ ქუჩაზე, ზეწარში გახვეული იყო. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
კომენტარი