შალვა კიკნაველიძე - ხმა მივეცი თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის რაიონში 52-51 ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„მე მივეცი ხმა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას. სასიხარულოა, რომ ზესტაფონის საარჩევნო უბნებზე არის ხალხმრავლობა და სიმშვიდე.
მინდა მოვუწოდო საზოგადოებას აქტიურობისკენ. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" როგორც ზესტაფონში, ასევე მთელს საქართველოში დამაჯერებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ
(რეკლამა)
კომენტარი