სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს

დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.
როგორც ბენიძემ აღნიშნა, ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, „რაც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე“. მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა.
როგორც ბენიძემ აღნიშნა, დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა.
მისივე თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა’’ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 100% -სგან მიიღო.,,სამართლიანი არჩევნების’’ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს. ეს მონაცემი ემთხვევა 2014 წლის მონაცემს. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2% მაშინ, როცა 2012 წელს არ იყო მზად უბნების 8.8%, ხოლო 2014 წელს - 1.3%. აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მცირედი დაგვიანებით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბენიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები, ერთ-ერთი მათგანია დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #96 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაგვიანებით შეუშვეს უბანზე იმ მიზეზით, რომ აკრედიტაციას არ ჰქონდა ბეჭედი;#23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #5 საარჩევნო უბანზე 7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, კერძოდ, უბნის გახსნის პროცედურებზე დასაკვირვებლად, საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები.
ასევე საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურასთან დაკავშირებული ხარვეზები, კერძოდ, #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5-ე და #49 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #70 საარჩევნო უბანებზე საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანეს;#70 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #58 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა; #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით, კერძოდ, ორი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ჩააგდეს; •#35 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #14 საარჩევნო უბნის გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იქნა მოთავსებული.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება - #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #11 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რაც აღმოიფხვრა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ;#25 მაჟორიტარული ოლქის (სიღნაღი) #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ხელმოწერითა და ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა;#31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი) #31-ე, #42 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #32-ე, #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #34-ე და #60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) #2-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმებში შესაბამისი მონაცემები არ შეიტანა;#69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბულეტენები სხვადასხვა კონვერტში მოათავსა.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე - #44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალით გამოცხადდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე - #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #26 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ამომრჩეველთა რაოდენობას უბანზე, რაც გამოსწორდა დამკვირვებლის მითითების შემდეგ.
როგორც ბენიძემ აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 19 საჩივარი, ხოლო, საოლქო კომისიებში 12 საჩივარი. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 30 შენიშვნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100