სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვირიკაშვილი: ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული - ქართული სახელმწიფო არის დღეს ამის გარანტი

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო თანამემამულეებო! ხვალ ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მომავალს ვირჩევთ და ამით საკუთარ მომავალს განვსაზღვრავთ. ხვალ იქნება ის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე. ხვალ ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყანას და როგორი საქართველო გვექნება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ხვალინდელი არჩევნების შედეგებს განაპირობებს თითოეული ამომრჩევლის გადაწყვეტილება, თითოეული თქვენგანის ხმა. არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული - ქართული სახელმწიფო არის დღეს ამის გარანტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოხატულება. მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს– სტაბილურობის, ქვეყნის ევროპული მომავლის, სწრაფი განვითარების სამოქალაქო მშვიდობის და კეთილდღეობის სასარგებლოდ. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ მაღალი კულტურის ერი ვართ და ჩვენთვის ჩვენს სამშობლოზე წინ არაფერი დგას!“, - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100