"იყო დრო, როდესაც ფეხსაცმელებს მიწმინდავდა" - ირკალი ოქრუაშვილი კახა კალაძეს პასუხობს
ქართული პარტიის თავმჯდომარე, გორის, #41 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი მის თავდასხმაში ბრალდებულის დაპატიმრების ფაქტზე საუბრობს.
მისი თქმით, პოლიციაც და პროკურატურაც საკმაოდ ადეკვატური იყო ამ სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა მისივე განმარტებით, ის არჩევნებიდან გამომდინარე ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არ უთმობს.
ოქრუაშვილი ასევე კახა კალაძის მიერ გუშინ გადაცემა არჩევანში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, სადაც ვიცე პრემიერმა მას პოლიტიკურად გაკოტრებული უწოდა.
“თავს ვერ გავუყადრებ იმიტომ, რომ ლექსიკაში აშკარად უჭირს. იყო დრო, როდესაც ფეხსაცმელებს მიწმინდავდა ორფოლოს პოლიგონზე. ასე, რომ არ დავიწყებ მასთან კინკლაობას. როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე დღეები უდგას. აშკარად მისმა ხელმძღვანელებმა ყური აუწიეს,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში.
http://rustavi2.com/ka/news/58324
კომენტარი