სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს „გალტ & თაგარტი “International Finance Magazine-ის მიერ დასახელდა 2015 წელს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად საქართველოში

თბილისი, 15ოქტომბერი, 2015 –სს „გალტ & თაგარტმა“ (გალტ & თაგარტი) დღეს განაცხადა International Finance Magazine-ის (IFM)ჯილდოს მიღების თაობაზე - „2015 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“.IFM-ის ჯილდო გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოღვაწე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.

„წელს, „გალტ & თაგარტი“ აქტიურად მუშაობდა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო ქართულ კომპანიებთან. „გალტ & თაგარტი“ გახლდათ EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების ერთადერთი განმთავსებელი. კომპანიის მიერ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ასევე წარმატებით იქნა განთავსებული ისეთი კომპანიების კორპორაციული ობლიგაციები, როგორებიცაა: „m2 უძრავი ქონება“, „Evex“-ი და „GWP“-ი. „გალტ & თაგარტი“ ასევე უზრუნველყოფს კორპორაციულ ფინანსებში საკონსულტაციო მომსახურებას ქართული და უცხოური კომპანიებისთვის. ხსენებული პრესტიჟული ჯილდო „გალტ & თაგარტის“ კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და ინვესტიციების მართვის მომსახურებისგანვითარების სათავეში მყოფი კომპანიის", აღნიშნა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ,არჩილ გაჩეჩილაძემ.

International Finance Magazine-ის (www.ifinancemag.com) მიზანი, საიმედო ფინანსური ახალი ამბების შექმნა და საზოგადოებისთვის მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მარტივი და გასაგები ფორმით მიწოდებაა. International Finance Magazine -ის ძირითადი აუდიტორია, მსოფლიო ფინანსური თანამეგობრობის წევრი, გადაწყვეტილების მიმღებიადამიანები არიან.International Finance Magazine მიზნად ისახავს იყოს ყველაზე სასურველიფინანსური ინფორმაციის მიმწოდებელი.

###

სს გალტ & თაგარტის შესახებ:

სს გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: [email protected]


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100