სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ პასუხი კონფერენციის ორგანიზატორებს

კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიასთვის“ მედიის წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის ინიციტივით ამა წლის 6 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა კონფერენცია „ხუდონჰესის გამოწვევები“. კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ამ კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანია.

ჩვენდა სამწუხაროდ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ და არ მიიწვიეს კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ სპეციალისტები, რაზეც ისიც მეტყველებს რომ კონფერენციის დღის წესრიგში მოხსენიებულიც არ იყო ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებელი კომპანია ტრანსელექტრიკა. გასაკვირვია და დამაფიქრებელია ის ფაქტი, როგორც კონფერენციის დღის წესრიგშია ნათქვამი, რომ „ხუდონჰესის პროექტის ზოგად მიმოხილვაზე“ მოხსენება პრეზენტაციას აკეთებს არა ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი, რაც უნდა ყოფილიყო ლოგიკურად და აუცილებელად, არამედ პიროვნება, რომელიც შორსაა ამ თემატიკიდან და ბუნებრივია არა აქვს პროფესიული წვდომა ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ასპექტებზე, კვლევებზე, მონაცემებზე და ა.შ.

კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომპანია მზად არის ხუდონჰესის პროექტით დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს და მიაწოდოს პროექტთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი ინფორმაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100