სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით საყვარელიძე გასაიდუმლოებულ ფაქტებს ასაჯაროებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარი დავით საყვარელიძე, სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და გასაიდუმლოებულ ფაქტებს ასაჯაროებს.

“რახან ნამუსი არ აქვთ და გაასაჯაროვეს, რაღაც გაუგებარი და ბინძური პიარის ხელოვნურად შესაქმნრლად, იძულებული ვართ გითხრათ, ის რაც პროფესიონალებმა გამანდეს: იარაღის და ტყვია-წამლის საწყობები გასულ წლებში იყო საგანგებოდ შენილი თავდაცვის სამინისტროს მიერ, განკუთვნილი იყო შემოვლითი გზების (ტყეების, ბილიკების) გამოყენებით სპეცდანიშნულების შენაერთებისთვის, დამტკიცებული საიდულმო გრიფით დოკუმენტებით, რომლებიც ინახებიდა და ინახება თავდაცვის სამინისტროში.

საომარი მოქმედებების დროს ეს იარაღი უნდა გამოეყენებინა სამხედრო შენაერთებს ქალაქიდან, ქალაქში გადაადგილების დროს, იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა თავდასხმა რომელიმე სამხედრო ბაზაზე... სამწუხაროც აღარაა უკვე, საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდულმოების გახმაურება ხდება და ასე ბინძურად გამოყენება ისევ და ისევ ე. წ. "თალბების ვიდეოები"-ს ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გადასაფარად.სამალავში იარაღს ჩააყარეს სუბოტექსები, დღიურები და რაღაც გაუგებარი ვიდეოფირები, რითაც დასაცინად გაიხადეს თავი ოკუპანტების წინაშე პირველ რიგში. იმ დროს როდესაც შსს დაკავებულია საქართველოს სახლემწიფოს მიერ თავის დასაცავად შექმნილი სამალავების ვითომდა აღმოჩნით და შიგნით სუბოტექსის ჩაყრით, იმავე დროს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ორსანტიაში გადმოდიან 14 კაციანი ჯგუფით რუსები და სრულიად დამამცირებლად ატარებენ სოფლის ჩხრეკას! რაზედაც ვღებულობთ სახელმწიფო რეაქციას "შეიძლება ითქვას ზედილობიანად იქცეოდნენ ოკუპანტებიო"...!!! რა იყო აქ აღმოსაჩენი ერთი გამაგებინეთ! შეიძლება სამოქალაქო პირებისთვის ეს იყოს საიდუმლო, მაგრამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ეს ინფო პირველივე დღიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი! სამარცხვინოა... ასე დანგრევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის!” -წერს საყვარელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100