სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი მონის იშვიათი ნიმუშია - პაატა მანჯგალაძე

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის განხილვის თემაა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ქვეყნის პრემიერ მინისტრს იშვიათი მონა უწოდა.

მისი თქმით, ღარიბაშვილს 2008 წელი რომ ახსოვდეს, რუსებს ელარჯებით არ დახვდებოდა.

ამ განცხადებების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი არის მონის იშვიათი ნიმუში. 2008 წელი რომ გახსოვდეთ, რუსებს ელარჯებით არ დახვდებოდით და არ იტყოდით, რომ საქართველო რუსეთის გარეშე დაინგრევა, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. პურის გამო თავისუფლების გამყიდველი ადამიანი არის ირაკლი ღარიბაშვილი.- თქვა მანჯგალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე იერიშით დაიწყო. პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ომში მყოფი ქვეყანა სხვების ომში ჩამრთველად გამოაცხადა. პრემირმა დღეს რუსეთთან ფრენებს ჩვეულებრივი ამბავი უწოდა და თქვა, რომ ეს ეროვნული ინტერესია, რადგან რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს. არადა ოფციალური მოანცემებით ეს რიცხვი მინიმუმ 7-ჯერ უფრო ნაკლებია. ღარიბაშვილმა დღეს ვერც ის თქვა, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხიმგებლობას იღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100