სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პატივის მიგება საკმარისი არ არის" - შინდისის გმირთა მემორიალთან გიორგი გახარია მივიდა

შინდისის გმირთა მემორიალთან ცოტა ხნის წინ პარტია "საქართველსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თანაპარტიელებთან ერთად მივიდა. გახარიამ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

დღევანდელი დღე იმით არის განსხვავებული, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის და თითოეულ ჩვენგანს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეს და თავისი მოვალეობა, დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი გავაკეთოთ გონივრულად, ისე, რომ ქვეყანას ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ და ჩვენ სამშობლოს აღარ დასჭირდეს სიცოცხლეების შეწირვა თავის დამოუკიდებლობის და სუვრენეტიტეტის დასაცავად. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით, - თქვა ესპრემიერმა.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართელებს სტუმართმოყვარეობა არ ეშლებათ, თუმცა სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. საუბარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც მან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის წინააღმდეგი არიან, ქსენოფობიაში დაადანაშაულა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100