სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლოურენს ალმა–ტადემის სურათი 29 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბრიტანელი მხატვრის, ლოურენს ალმა–ტადემის სურათი, „ ანტონიასა და კლეოპატრას შეხვედრა“ , „Sotheby's“–ს აუქციონზე 29,2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის დაწყებამდე 1883 წელს შექმნილი ტილოს გაყიდვას ექსპერტები 3–5 მილიონ ამერიკულ დოლარად ვარაუდობდნენ. მყიდველების ინტერესი კი იმდენად დიდი იყო, რომ ფინალური თანხა ექვსჯერ მეტს შეადგენდა ნავარაუდევზე.

2010 წლის „Sotheby's“–ს აუქციონზე ლოურენს ალმა–ტადემის ნამუშევარი 35,9 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი მხატვრის კარიერაში.

„ანტონიასა და კლეოპატრას შეხვედრა“ ყველაზე ძვირადღირებული სურათია მეცხრამეტე საუკუნის ამ ჟანრის ტილოებში. „Sotheby's“–ს აუქციონზე აღნიშნულ სურათთან ერთად 99 ექსპონატი იყო გატანილი, რომელთაგან 70–მა მუდმივი მფლობელი იპოვა. გაყიდული ექსპონატებით შემოსულმა თანხამ 44,65 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100