სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 წლის გოგო, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს სავარაუდოდ მაზლმა ორ მამაკაცთან ერთად აწამა და მოკლა

24 წლის გოგო, რომელიც საკუთარი სახლის საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, მოკლულია.

შემთხვევა სოფელ შილდაში მოხდა. გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მეუღლე ვარაუდობს, რომ მის ცოლზე სამმა კაცმა იძალადა და შემდეგ კი სუიციდის ინსცენირება მოაწყო. მოძალადეებს შორის კი რამინ გურასპიშვილის თქმით, მისი ძმაც იყო.

ეკა ნაქევხრიშვილის მკვლელობაში გურამ გურასპიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილის მაზლმა თვითმკვლელობა სცადა.

დაღუპულის მეუღლე ამბობს იმასაც, რომ 24 წლის გოგონას ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა. წელს ქვემოთ მრავლობითი ნასერი ჭრილობების გარდა, გარდაცვლილს სხეულზე ჩალურჯებები ჰქონდა. რამინ გურასპიშვილი ვარაუდობს, რომ მის ძმას მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდა და თვითმკვლელობაც ამიტომ სცადა.

სოფელში კი ამბობენ, რომ 24 წლის ორი შვილის დედა ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო. მას სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ ამბავი იცოდა, მაგრამ გოგონა მაინც ვერ გადაარჩინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100