სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხში 36 წლის მამაკაცმა 41 წლის მამაკაცი გააუპატიურა

ლაგოდეხში 36 წლის მამაკაცმა 41 წლის მამაკაცი გააუპატიურა.

41 წლის მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ფაქტი თვითმხილველმა გაახმაურა, რომელმაც მომხდარი მობილური ტელეფონით გადაიღო. ვიდეო მტკიცებულების შემდეგ კი პროკურატურამ დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა მანამდე მან თვითმხილველის მოკვლაც სცადა.

მოძალადე აზერბაჯანის მოქალაქეა და ლაგოდეხის ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. სოფელი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. საქმეზე გამოძიებას გურჯაანის პროკურატურა აწარმოებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100