მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი
მარათონი - responsible.ge-ს ახალი
პროექტი
●
ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლობიანი თამაში" შესახებ - responsible.ge
„მენტალ
ჰაბის“ მორიგი პროექტი
მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონია. მსგავსი მასშტაბის
პროექტი აქამდე არ განხორციელებულა და ის ზუსტად პასუხობს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს გაზრდილი სტრესული გარემოს პირობებში.
მარათონის მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ურთიერთმხარდაჭერა, სანდო
სამეცნიერო ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, ასევე სტიგმასა
და სტერეოტიპებთან ბრძოლაა.
რაკი მსგავს საკითხებზე საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, დროული ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ადამიანები
თავისუფლად ისაუბრებენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და მიიღებენ საჭირო დახმარებას.
1-დან 30 ნოემბრის
ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ჩაერთოს მარათონში
Facebook-ის, Instagram-ისა და Pinterest-ის პლატფორმებზე და თვალი ადევნოს მუდმივად განახლებულ ინფორმაციას.
საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მითები მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფობიები, პანიკური შეტევები, აკვიატებული აზრები, ინტროვერტებისა და ექსტროვერტების პრობლემები, ტოკსიკური გარემო და ადამიანები, სხეულის აღქმის პრობლემები, სოციალური და პოსტტრავმული შფოთვა, ტრავმასთან გამკლავების მეთოდები და ა.შ.
კომენტარი