სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“აჭარაბეთი“ სპორტფოტო 2020-ის პარტნიორია

დღეს, 26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე გამოფენა - „სპორტფოტო 2020"- იმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 წლის 100 საინტერესო კადრი.

გარდა ამისა, გამოიცა სპორტფოტო 2020“-ის რიგით მეშვიდე კატალოგი, რომელშიც დინამო არენაზეგამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრი არის შესული.

აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო“ - ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა - ნინი გუჯაბიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100