„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ს ღინისძიება ჩატარდება
„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.
ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ქალაქს აერთიანებს.
ProductTank
Tbilisi-ს შემდეგი შეხვედრა ჩატარდება პარასკევს, 27 ნოემბერს, 20:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში - Zoom-ში და Facebook-ის ლაივ სტრიმში.
შეხვედრის თემაა
UX კვლევა.
სპიკერები:
- თამუნა წიკლაური,
UX Researcher, adjarabet.com
თამუნა ისაუბრებს მომხმარებელთა პერსონებსა და მათ გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში
"
- გუა ტაბიძე,
Product Owner, adjarabet.com
გუა დაგვაფიქრებს თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა,
რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და
ჰიპოთეზების ვალიდაციას.
ღონისძიების მოდერატორია მარიამ ხუნძაყიშვილი, intrro-ს მთავარი UX დიზაინერი
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა,
მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას
meetup.com-ზე, რის შემდეგაც მეილზე მიიღებთ ივენთზე დასასწრებ
Zoom-ლინკს:
https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/274712775/
კომენტარი