სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისმა გვაჯობა - 41:10

ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე მეორე მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა B ჯგუფის პირველადგილოსან ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან გამართა და 10:41 დამარცხდა.
ისინი ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ ინგლისის ნაკრებს დიდი მონდომებით ეთამაშნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში დაცვაში დასანანი შეცდომების გამო ორი ლელო მიიღეს, შესვენებამდე დიმიტრი ბასილაიამ იყოჩაღა და საქართველოს ნაკრებს ახალ ზელანდიაში პირველი ლელო მოუტანა. მანამდე მერაბ კვირიკაშვილმა ერთი საჯარიმო გაიტანა და პირველი ნახევარი 10-17 დასრულდა.
ქართველებმა მეორე ტაიმში თავგანწირული თამაშის მიუხედავად, მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, ინგლისელები კი კლასისა და ტექნიკის ხარჯზე კარგად სარგებლობდნენ და მათ შეცდომებს კარგად იყენებდნენ.
საერთო ჯამში, მარტინ ჯონსონის მორაგბეებმა 6 ლელო დადეს, 4 რეალიზაცია და ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულეს და ანგარიშით 41:10 მოიგეს. საგულისხმოა, რომ მერაბ კვირიკაშვილს ხუთი საჯარიმო დარტყმა გაუფუჭდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან, პემერსთონში გამართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100