ფლავი უზბეკურად
მასალა:
400 გრამი ბრინჯი
250 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
100-125 გრამი ცხიმი
500 გრამი სტაფილო
2-3 თავი ხახვი
მარილი
შავი ან წითელი დანაყილი პილპილი
ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად (10-15 გრამი წონის) და შევწვათ ცხიმში მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. როდესაც ხორცი თითქმის მზად იქნება დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შევაწითლოთ. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ჩავდოთ ქოთანში და ვშუშოთ 10-15 წუთის განმავლობაში, კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგვიძლია დავამატოთ ცოტა წყალი. გულდასმით გარეცხილ ბრინჯს დავასხათ წყალი. როდესაც ბრინჯი მთელ წყალს შეიწოვს, გავუკეთოთ შუაში პატარა ჩაღრმავება და ჩავასხათ 1-2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი. არ უნდა ავურიოთ! შემდეგ ქოთანს დავახუროთ თავსახური. ფლავი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვიღოთ ბრინჯი ჯამში და ზემოდან დავალაგოთ ხორცის ნაჭრები.
კომენტარი