„2006 Ford GT“ „AE Performance“-ისგან
ავტომობილი „Ford GT“ არის ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი. იგი კიდევ მრავალი წლის მანძილზე ისარგებლებს პოპულარობით. ყველაზე დიდი სიყვარულითა და ცნობადობით აღნიშნული სერიის 2005-2006 წლის მოდელები სარგებლობენ. ყველაზე ცნობილი, „Ford GT40 60-х“-ია, რომელიც 550 ცხენის ძალის სიმძლავრის, 5,4 ლიტრიანი „V8“-ით არის აღჭურვილი.
კომპანია „Ford“-მა კი აღნიშნული მოდელის მეორე თაობის შექმნის შესახებ განაცხადა. კომპანია ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას აპირებს, რომელზეც „AE Performance“ იმუშავებს.
კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავენ ავტომობილის ტექნიკური მაჩვენებლების შეცვლას არ არის ცნობილი. „Ford GT“ „AE Performance“-ისგან 130 ცხენის ძალით გაძლიერებულ აგრეგატს მიიღებს, ასევე ახალი დისკებით აღიჭურვება და ავტომობილს აღარ ექნება სპორტული დიზაინი, თუმცა მისი ფერი კვლავ წითელი იქნება.
კომენტარი