კარტოფილი ამერიკულად
4 ცალი ახალი კარტოფილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
4 ცალი მიხაკი
წითელი დანაყილი პილპილი
კარტოფილი მოვხარშოთ (შეძლებისდაგვარად ერთი ზომის), გავთალოთ და შევბრაწოთ დიდი რაოდენობით მცენარეულ ზეთში მოოქროსფრო-მოყვითალო ფერის მიღებამდე (კარტოფილი ზეთში უნდა დუღდეს). ფრთხილად ამოვიღოთ; თითოეულ კარტოფილში ჩავარჭოთ მიხაკი და თითოეულს მოვაყაროთ წითელი პილპილი. ეს კერძი შესანიშნავი გარნირია ხორცისათვის.
კომენტარი